გრინიშ სტუდიო - ლანდშაფტის დიზაინი, მცენარეთა მოვლა, სანერგე
მცენარეული სამყარო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის უზრნველყოფაში. გარდა იმისა, რომ მცენარეები ჩვენთვის საცოცხლოდ მნიშვნელოვან ჟანგბადს გამოყოფენ, მათთან სიახლოვე აუმჯობესებს განწყობას, გვეხმარება განტვირთვასა და დასვენებაში.
ჩვენი მიზანია, წვლილი შევიტანოთ ისეთი სამყაროს შექმნაში, სადაც ადამიანები ბუნებასთან ჰარმონიაში ვიცხოვრებთ. ვზრუნავთ საერთო კეთილდღეობისთვის და მომავალი თაობისთვის უკეთესი, უფრო ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის, რომლის არსებობაც შეუძლებელია ბიომრავალფეროვნებისა და სიმწვანის გარეშე.

მცენარეთა მოვლა
უკვე ფლობთ გამწვანებულ სივრცეს?
ჩვენი პროფესიონალი მებაღეები დაგეხმარებიან ბაღის მოვლა-პატრონობაში და მცენარეებზე უკეთ ზრუნვისთვის კონსულტირებას გაგიწევენ.

სარწყავი სისტემების მონტაჟი
თქვენი ბაღის და ეზოს სწორად მოსარწყავად
წყლის ადეკვატური მიწოდება თქვენი მცენარეების სიჯანსაღის გარანტია. გთავაზობთ სარწყავი სისტემების დაგეგმარებასა და მონტაჟს.

ლანდშაფტის დიზაინი და ბაღის დაგეგმარება
მოაწყვე შენი ოცნების ბაღი, ეზო და მწვანე სივრცე
ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ პარკების, სკვერების, საცხოვრებელი კორპუსების,სასტუმროების წინამდებარე ეზოების დაპროექტებასა და დენდროლოგიური და ლანდშაფტური დიზაინის პროექტების მომზადება/ განხორციელებაში.