ჩვენს შესახებ

გრინიშ სტუდიო გამწვანებისა და ლანდშაფტური დიზაინის კომპანიაა. ჩვენი მიზანია, წვლილი შევიტანოთ ისეთი სამყაროს შექმნაში, სადაც ადამიანები ბუნებასთან ჰარმონიაში ვიცხოვრებთ. ჩვენ ვზრუნავთ საერთო კეთილდღეობისთვის და მომავალი თაობისთვის უკეთესი, უფრო ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის, რომლის არსებობაც შეუძლებელია ბიომრავალფეროვნებისა და სიმწვანის გარეშე. ამისთვის სიმწვანის და მცენარეების მოყვარულებს მომსახურების ფართო სპექტრს ვთავაზობთ.

ლანდშაფტის დიზაინის პროექტების მომზადება და განხორციელება
გთავაზობთ პარკების, სკვერების, საცხოვრებელი კორპუსების,სასტუმროების წინამდებარე ეზოების პროექტირებასა და დენდროლოგიური და ლანდშაფტური დიზაინის პროექტების მომზადება/განხორციელებას. მოაწყვეთ თქვენი ოცნების მწვანე სივრცე ჩვენთან ერთად.
პროფესიონალი მებაღეების მომსახურება
გთავაზობთ ხე-მცენარეთა დარგვის, შემდგომი მოვლისა და მონიტორინგის სერვისს, მათ შორის: მიწის მოსწორება, ნოყიერი ნიადაგის შეტანა, ავტომატური სარწყავი სისტემების მოწყობა, რულონური გაზონის დაგება. მიანდეთ თქვენს მწვანე სივრცეზე ზრუნვა ჩვენს პროფეიონალურ გუნდს!


სანერგე მეურნეობა
ჩვენი სანერგე საქართველოს უძველესი სანერგის ბაზაზე ოპერირებს და იმპორტული და ადგილობრივი წარმოების დეკორატიული სერტიფიცირებული მცენარეების: ბუჩქების, ხეების, ხვიარების ფართო არჩევანს გთავაზობთ .200-ზე მეტი სახეობის, მათ შორის საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ მცენარეებს ჩვენს სანერგეში აღმოაჩენთ.